aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ივანიშვილმა და მისმა „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოატყუა ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა”

“იმედია, უმრავლესობას ეყოფა კეთილგონიერება, რაიმე სიურპრიზს არ შემოგვთავაზებს და საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს მიღებული იქნება. ოპოზიციის მონაწილეობით მას ექნებოდა სხვა პოლიტიკური წონა და კონსენსუსით მიღებული კონსტიტუცია იქნებოდა წინასაარჩევნოდ უფრო მეტი ნდობის აღმძრავი, იმ ნდობისა, რომელიც არ აქვს ჩვენს მოსახლეობას ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლებამ არ შეასრულა შეთანხმება, ეს იქნება სანახევროდ შესრულებული შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიდო. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოატყუა ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე

ამს შსახებ რომან გოცირიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება. საკონსიტუტიციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს, ფრაქციები “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებბეის პირველი მოსმენა 21 ივნიის, ხოლო მეორე მოსმენა  23 ივნისს გაიმართა.

იტვირთბა....