“რატომ, რისთვის და როგორ დაიღუპა გიორგი შაქარაშვილი, რა დააშავა 19 წლის ბიჭმა? გიორგის ნამდვილად არაფერი დაუშავებია. ვერც ვერავინ ბედავს იმას, რომ მას რამე დააბრალოს, სამაგიეროდ, სხვა პირების ქმედებებთან დაკავშირებით ჩნდება ბევრი კითხვა”
გიორგი გაბუნია, ჟურნალისტი
“მთავარი არხი”, გადაცემა “პოსტ ფაქტუმი”
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა ვიდეოკადრებსა და განცხადებას ავრცელებს.
ასევე ვრცელდება მორაგბე ვასილ მახარაძის ჩვენება, რომელიც ინციდენტის დეტალებს აღწერს.