ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხაშურს და მის პატარ-პატარა სოფლებს ფეხზე დავაყენებთ” – ბადრი ჯაფარიძე

„ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ხაშურში რეგიონული ოფისის გახსნისას მოსახლეობის წინაშე გამოვიდა და მათ ხაშურის პოტენციალსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ლელო“ მოვიდა იმისთვის, რომ შეცვალოს დაჭაობებული რეალობა, სადაც ადამიანებმა დაკარგეს იმედი, დაეუფლათ ნიჰილიზმი და აღარ სჯერათ გაცემული დაპირებების. ჩვენ გვინდა, ეს შევცვალოთ, მოვიტანოთ იმედი, მოვიტანოთ იმის რწმენა, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია ამ კრიტიკული ვითარების კეთილდღეობით შეცვლა. თქვენი, ხაშურელების მონაწილეობით, ჩვენ ამას შევცვლით. თითოეულ თქვენგანს აქვს განუზომელი მნიშვნელობა ქვეყნის განახლების გზაზე და ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენი შვილებისთვის, არაჩვეულებრივი თაობისათვის, რომელმაც უნდა იცხოვროს წელგამართულ საქართველოში, სადაც ქართველობა არის სიამაყე”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, ხაშურმა უნდა გამოიყენოს ის პოტენციალი, რომელიც ქალაქშია, რომელიც რაიონის მცხოვრებლებშია.

„ხაშურლებისგან ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ მხარდაჭერას და ჩვენ ეს უნდა გადავაქციოთ „ლელოს“ გამარჯვებად. ჩვენ ეს რეგიონი უნდა გადავაქციოთ საქართველოს გულად. ხაშურის რაიონში 70-ზე მეტი სოფელი და 100 ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეს არის რაიონი, რომელიც ყველამ ვიცით ჩვენი ბავშვობიდან – ქვიშხეთი, სურამი, ნაბახტევი, წრომი განუმეორებელი ხვისი და ხაშური ამ სალამაზის ცენტრი”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

იტვირთბა....