„იმ შემთხვევაში, თუ ნოემბრის სცენარის გამეორებას აპირებენ და რაღაც დაემუქრება შეთანხმების მეორე ნაწილს, რომელსაც ეწოდება საკონსტიტუციო ცვლილებები, ამაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და ამის შედეგებს ის ნახავს როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ თუ არ იქნება შეთანხმება შესრულებული, ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შესვლას არ ვაპირებთ“
სერგო რატიანი, “ევროპული საქართველოს” წევრი
“პირველი არხი”
საკონსტიტუციო ცვლილებებს ხვალ მესამე, საბოლოო მოსმენით უყრიან კენჭს.