ცოტა ხნის წინ საბურთალოს „სითი მოლში“ ევაკუაცია იყო გამოცხადებული. მოქალაქეებს სავაჭრო ცენტრი დაატოვებინეს.
არსებული ცნობით, მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შესულა.
არსებული ინფორმაციით, „სითი მოლში“ სასწავლო განგაში იყო.
მოქალაქეები შენობაში მალევე შეუშვეს.