ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიის სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს განახლდება

იტალიის სკოლებში სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს განახლდება, თუმცა კვლავ ძალაში დარჩება სოციალური დისტანციის წესის დაცვა – ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ გააკეთა.

იტალიაში სკოლები ვალდებულები იქნებიან საკლასო ოთახებში მოსწავლეები ერთმეტრიანი დისტანციის დაცვით განათავსონ.

განათლების მინისტრის თქმით, ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები უფრო დიდ დროს ღია სივრცეებში გაატარებენ.

„მივცეთ მოსწავლეებს სუნთქვის საშუალება, რატომაც არა. ასევე, გავიყვანოთ შედარებით პატარა ასაკის ბავშვები პარკებში, როცა ამის საშუალებას ამინდი მოგვცემს“, – განაცხადა იტალიის განათლების მინისტრმა, ლუსია აზოლინამ.

 

იტვირთბა....