ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მმართველმა ძალამ უარი განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისგან – ეს ყველაზე ეროვნული ნაბიჯი იქნება!”

“შექმნილ ვითარებაში ყველაზე ეროვნული ნაბიჯი იქნება, მმართველმა ძალამ უარი განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისგან”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არანაირი მორალური უფლება, არჩევნებში კენჭი იყაროს.

„შექმნილ ვითარებაში, ყველაზე სწორი, ზნეობრივი, ეროვნული ნაბიჯი ხელისუფლებისაგან, თუ საერთოდ დარჩათ ასეთი რამ, იქნება, მმართველმა ძალამ უარი განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისგან, რითაც შეექმნება ყველა პოლიტიკურ ძალას თანასწორი პლატფორმა ბრძოლის, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, მომავალი კოალიციური მთავრობისა და შავბნელი წარსულის ისტორიაში ჩაბარებისათვის“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ამასთან,  ნათელაშვილის აზრით, ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში.

„მიმაჩნია, თუ ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები, უფრო მალე მოხდება მათი სანქცირება და ხელისუფლებიდან მოცილება. ამიტომ, ჩემი აზრით, ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში, სასურველია, მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ ნახოს, ვისთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

იტვირთბა....