ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩვენ გავხდით ალტერნატივა იმ ორი ძალის, რომელიც ბოლო 9+8 წლის განმავლობაში მართავს ქვეყანას” – ხაზარაძე

“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არანაირი სურვილი არ გვქონია, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრი ვყოფილიყავით. ჩვენ გავხდით ალტერნატივა იმ ორი ძალის, რომელიც ბოლო 9+8 წლის განმავლობაში მართავს ჩვენს ქვეყანას. სწორედ იმ გზაზე ვდგავართ რა მიზანიც და გეგმაც გვქონდა სექტემბერში. ჩვენ გვიერთდება მრავალფეროვანი ახალგაზრდობა. 20 000 ადამიანია გაწევრიანებული “ლელოში”. ჩვენ არ ვართ მესამე ადგილისთვის გაჩენილები, ჩვენ ვართ გამარჯვებისთვის დაფუძნებულები. პოლიტიკურ ბაზარზე მოთხოვნაა, რომ ახალი სახეები იყვნენ და ჩვენ სწორედ ამ მიზანს ვემსახურებით.”

მამუკა ხაზარაძე – “ლელოს” ლიდერი

ამის შესახებ ხაზარაძემ “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....