ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ გეუბნებათ რამეს ეს ფრაზები – დენი 5 თეთრი, გაზი 15 თეთრი, 5 მილიონი თითო სოფელს, 100 ქარხანა?” – ჭიაბერაშვილი გახარიას

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრს მიმართა.

ჭიაბერაშვილმა გახარიას “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამა გაახსენა.

„მინდა ვკითხო პრემიერს, თუ ეუბნება რამეს ეს ფრაზები – დენი 5 თეთრი, გაზი 15 თეთრი, 5 მილიონი თითო სოფელს, 100 ქარხანა? ტრიბუნასთან რომ იდექით, ოპოზიციისკენ გაიშვირეთ ხელი და თქვით, რომ ჩვენ ხალხს არარეალურ რამეს ვპირდებით. თუ გახსოვთ ასეთი რამე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამიდან? ჩვენ რასაც ვპირდებით ხალხს, ესაა ეკონომიკური ზრდა, გადასახადების შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნა. ხალხი თქვენნაირი მთავრობის ხელის შემყურე კი არ უნდა იყოს, საარსებო შემწეობას კი არ უნდა იხვეწებოდეს ათი ათასობით ადამიანი, არამედ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი შრომით არჩინოს ოჯახი. დამერწმუნეთ, რომ არჩევნებზე ეს შედეგი დადგება და ხალხი სწორედ ასეთ პროგრამას დაუჭერს მხარს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

იტვირთბა....