ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

სებ-ის ცნობით, 27 ივნისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

1 აშშ დოლარი ხვალ 3.0556  ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.0551 ლარი ღირდა.

ასევე, გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4317 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4266 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 27 ივნისს ამოქმედდება.

იტვირთბა....