„პოლიციელებზე თავდასხმა და პარლამენტში შეჭრა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, მეგობრებო! ამას შესაბამისი ფასი ექნება. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ადამიანები დაშავდნენ. თქვენ გგონიათ, რომ თქვენზე მეტად არავინ წუხს. იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ და მე არ ვიყენებ. მაკო გომურის სახელს ასე, თქვენ დღეში 100-ჯერ რომ ახსენებთ, არ ვიყენებ. ეს არის ჩვენ შორის მორალური სხვაობა, კარგად დაიმახსოვრეთ.“
გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ მან დღეს, 26 ივნისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებს უპასუხა.