მთავარი ციტატა

“სხვა კორონავირუსიც ტრიალებს ბუნებაში, რომელიც თითოეულს გადაგვიტანია ხოლმე” – გამყრელიძე.

“ალბათ, არც ერთმა არ იცით თქვენ, რომ სხვა კორონავირუსი ტრიალებს ბუნებაში, რომელიც თითოეულს გადაგვიტანია ხოლმე შემოდგომაზე და ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ დიაგნოზს ვსვამდით. ის მსუბუქი სურდოს სახითაა. ჩვენ გვეგონა, რომ ისევე, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსები, ზაფხულში შესამჩნევად დასუსტდებოდა და შემცირდებოდა. ასე არ აღმოჩნდა. კორონავირუსის მეორე ტალღას უკეთ მომზადებული უნდა შევხვდეთ, თუმცა ის შეიძლება, არც იყოს.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

ამის შესახებ, გამყრელიძემ “პირველი არხის” ეთერში ახალი კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყებასთან დაკავშირებით საუბრის დროს განაცხადა.

იტვირთბა....