19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმედ დაკითხული პირი, თენგო ბარბაქაძის მამა, ხვიჩა ბარბაქაძე აცხადებს, რომ სუფრასთან იმყოფებოდა ევროპის ჩემპიონი გიგა ტატანაშვილიც.
“ჩემი შვილი აგარაკზე, დაბადების დღეზე თავიდანვე იყო, ის გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა, ვისი დაბადების დღეც იყო, მისი მეგობარია. დაზიანებები აქვს, თუმცა, სერიოზული – არა. თავიდან გაიქცნენ. ჩხუბს თავი გაარიდეს. შაქარაშვილზე ამბობს, რომ ერთ-ერთი კარგი ბიჭი იყოო და იმ ბიჭს კონფლიქტი არავისთან ჰქონიაო, დაბადების დღეზე გაიცნო ისიც. არავინ იცის რა მოხდა, აივანზე ვიდექი ცალკე, რომ გამოვედი ვიღაცამ ხელი მომკიდა და კედელზე მიმახეთქაო – ასე ამბობს ჩემი შვილი. თბილისიდან ბიჭების დასახმარებლად ისევ წამოვიდა, თავის მეგობრებს რომ ცემდნენ, ხომ არ მიატოვებდა? “ნახალოვკიდან” ჩავიდნენ და თავისი ძმაკაცები წამოიყვანეს. იმ მანქანაში მყოფები დაბადების დღეზე ერთად იყვნენ. როგორც ვიცი, ჩხუბის დროს ესენი გაიქცნენ და ეს იყო დაწყნარება, “ნახალოვკელებს” საბურთალოს მხარე მოსდევდა. ჩხუბს გამოერიდნენ, დაზიანება ვისაც ჰქონდა, ის წაიყვანეს საავადმყოფოში, თუ სასწრაფო გამოიძახეს, არ ვიცი. მერე ისევ უკან დაბრუნდნენ, მეგობრების წამოსაყვანად. იქიდან ორი ადამიანი წამოიყვანეს” – აცხადებს ხვიჩა ბარბაქაძე.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი გუშინ დაკრძალეს. გამოძიება გრძელდება. უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი.