ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში ერთ-ერთი მოწმე, თენგო ბარბაქაძე იკითხება. რომელიც იმ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა.
როგორც ბარბაქაძის მამა, ხვიჩა ბარბაქაძე აცხადებს, სუფრასთან იმყოფებოდა ევროპის ჩემპიონი გიგა ტატანაშვილიც.
მისივე თქმით, ჩხუბს ტატანაშვილი და მისი შვილი გამოერიდნენ და თბილისში დაბრუნდნენ. ცოტა ხანში კი, კვლავ უკან დაბრუნდნენ მეგობრების წამოსაყვანად.
“ჩემი შვილი აგარაკზე, დაბადების დღეზე თავიდანვე იყო, ის გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა, ვისი დაბადების დღეც იყო, მისი მეგობარია. დაზიანებები აქვს, ჩხუბში ვინ მიაყენა დაზიანებები არ ვიცი, სერიოზული დაზიანებები არ აქვს. თავიდან გაიქცნენ, ჩხუბს თავი გაარიდეს, სახლში წავიდა.
შაქარაშვილზე ამბობს, ერთ-ერთი კარგი ბიჭი იყოო და იმ ბიჭს კონფლიქტი არავისთან ჰქონიაო, დაბადების დღეზე გაიცნო ისიც. არავინ იცის რა მოხდა, აივანზე ვიდექი ცალკე, რომ გამოვედი ვიღაცამ ხელი მომკიდა და კედელზე მიმახეთქაო – ასე ამბობს ჩემი შვილი. ის “მერსედესის” მარკის ავტომობილში იჯდა. თბილისიდან ბიჭების დასახმარებლად ისევ წამოვიდა, თავის მეგობრებს რომ ცემდნენ, ხომ არ მიატოვებდა? “ნახალოვკიდან” ჩავიდნენ და თავისი ძმაკაცები წამოიყვანეს. იმ მანქანაში მყოფები დაბადების დღეზე ერთად იყვნენ.
როგორც ვიცი, ჩხუბის დროს ესენი გაიქცნენ და ეს იყო დაწყნარება, “ნახალოვკელებს” საბურთალოს მხარე მოსდევდა.
ტატიაშვილი დაბადების დღეზე იყო, ის ჩემ შვილთან ერთად თბილისში ვერცხლისფერი “მერსედესით” დაბრუნდა, ჩხუბს გამოერიდნენ, დაზიანება ვისაც ჰქონდა, ის წაიყვანეს საავადმყოფოში, თუ სასწრაფო გამოიძახეს, არ ვიცი. მერე ისევ უკან დაბრუნდნენ, მეგობრების წამოსაყვანად. იქიდან 2 ადამიანი წამოიყვანეს”, – აცხადებს ბარბაქაძე.