მთავარი ციტატა

“გახარიას პასუხისმგებლობაა ახალგაზრდების თვალების ამოთხრა” – ოთარ კახიძე

“საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით, მაგრამ გახარიას იმის ფუფუნებას ვერ მივცემთ, რომ არ მოისმინოს ის კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აქვს. პირველ რიგში მისი პასუხისმგებლობაა ახალგაზრდების თვალების ამოთხრა, რომლებიც აპროტესტებდნენ „ქართული ოცნების“ მიერ გავრილოვის ჩამოყვანასა და დარბაზში დასმას.”

ოთარ კახიძე – ევროპული საქართველოს წევრი

ამის შესახებ, კახიძემ ჟურნალისტებთან პლენარულ სხდომაზე გიორგი გახარიას წლიური ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის,  „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“  ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული, თუმცა ისინი გამონაკლის უშვებენ და ხვალინდელ პლენარულ სხდომას დაესწრებიან, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია წლიური ანგარიშით წარსდგება.

იტვირთბა....