“რა საოცარია, ყალბი ამბების გავრცელებასა და ამ ამბებისგან თავის დაცვაზე რომ მმართველი პარტიიდან გველაპარაკებიან. დავით მათიკაშვილს როგორ უნდა დაიცვას თავი ვუთხრათ – „იმედზე“ გადართე და მოძებნე გია აბაშიძე, ერთ-ერთი საოცარი მეზღაპრე, რომელიც ამ ყალბ ამბებს ისეთი საოცარი რომანტიულობით გვიყვებოდა, ვაკის პარკში რომ დასეირნობდა და მეორე დღეს მეორე ხმაში სოფო კილაძე, რომ გამოვიდოდა და იგივეს იმეორებდა. საერთოდ რაღაცას რომ ამბობთ, ცოტა შუბლზე ხელი მოისვით, შუბლის ძარღვი საერთოდ გაქვთ თუ არა.”
ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი
ამის შესახებ, ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მას შემდეგ, რაც დავით მათიკაშვილმა სახალხო დამცველს ყალბი ახალი ამბების შესახებ დაუსვა კითხვა.