პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.
ადმინისტრაციის ცნობით, ცხადდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი.
„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ანა დოლიძის პირადი განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შესახებ. აღნიშნული განცხადება არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის 11 1 პუნქტის შესაბამისად, ცხადდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი, რომლის პირობებიც განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 25 ივნისის N:25/06/01 განკარგულებით.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც განმარტა, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტს არ ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლებამოსილებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ანა დოლიძემ პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილით რამდენიმე დღის წინ მიმართა, .