მთავარი ციტატა

“გიორგი გახარია სარკე და პორტრეტია საქართველოს წარუმატებელი, ჩამონგრეული ეკონომიკის” – რომან გოცირიძე

“მთავრობის მოხსენება, თავად გიორგი გახარია სარკე და პორტრეტია საქართველოს წარუმატებელი, ჩამონგრეული ეკონომიკის. ეს წელი იყო ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვის, გავრილოვის ქვეყანაში შემოყვანის და იმ სისასტიკის ჩადენის, რაც პარლამენტის წინ მოხდა. ეს იყო სასამართლო სისტემის საბოლოო ჩამონგრევის წელი, ერთი პარტიისა და ერთი ადამიანის დაქვემდებარების წელი. ასევე ეკონომიკის ჩამოშლის, ლარის გაუფასურების, ფასების ზრდისა და ხალხის გაღატაკების წელი.”

რომან გოცირიძე – ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე

ამის შესახებ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის,  „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“  ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული, თუმცა ისინი გამონაკლის უშვებენ და ხვალინდელ პლენარულ სხდომას დაესწრებიან, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია წლიური ანგარიშით წარსდგება.

იტვირთბა....