“ვიცი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ელოდება ამას და უკვე მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ, რაოდენობა გაიზრდება. შევჯერდებით რამდენ ადამიანამდე გაიზრდება ქორწილებში სტუმრების რაოდენობა, მაგრამ 100-კაციანი ქორწილების იმედი ჯერ ნუ გვექნება. თუ მოვდუნდებით, მერე ვეღარ გავაჩერებთ და ამიტომ ჯობია თადარიგი დავიჭიროთ.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ამის შესახებ იმნაძემ POSTVის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, “რამდენიმე ბიზნესსექტორი დარჩა, რომელიც ჯერ კიდევ არ მუშაობს და იმედი მაქვს, რომ მალე ამუშავდება, როგორც კი დაკეტილი ბიზნესსექტორი ამუშავდება, მერე დარჩება ქორწილები.”