aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნებას რურუას გათავისუფლება იმ მიზეზით არ უნდა, რომ მას ქუჩაში, კანონიერი ქურდების შეფერხება შეუძლია” – გვარამია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი თურქეთის ციხიდან “ქართული ოცნების” მოთხოვნით გამოუშვეს, ახლა მინსკის საპატიმროში იმყოფება და მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი განიხილება.

როგორც გვარამია აცხადებს, “ქართულ ოცნებას” პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლება სწორედ იმ მიზეზით არ უნდა, რომ მას ქუჩაში, კანონიერი ქურდების შეფერხება შეუძლია.

“ახლა იხილება მისი ექსტრადაციის საკითხი და ეს მოხდება. ეს კაცი სჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი მართავდა გარედან საარჩევნო პროცესებს საქართველოში. ეს კაცი სჭირდებათ იმიტომ, რომ არჩევნები იქნება უმძიმესი. ლავას ოღლი სჭირდებათ ციხეში აქ, საარჩევნო პროცესების სამართავად. ქურდული სამართალი არის სატელეფონო.

ლავას ოღლის და მისი მიდგომების, მისი ხელის ბიჭი მოჭიდავეების, ე.წ. ქუჩის ბიჭების, ქუჩის მაკონტროლებელი მიქაძეების ვერაზე, ასეთი მსგავსი ტიპების მოთხოვნაა, რომ რურუა არ უნდა იყოს გარეთ. იმიტომ რომ მას შეუძლია შეაფერხოს ასეთი ადამიანების მოქმედება ქუჩაში. ეს არის ზუსტი ინფორმაცია.”

მისი თქმით, ლავას ოღლი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წაგების შემდეგ, საარჩევნო პროცესში ქვეყნის გარედან იყო ჩართული.

იტვირთბა....