ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გათავისუფლების შემდეგ მერაბიშვილს მადლობა გადავუხადე, რომ ჩვენი მეგობრობა არ გასწირა და ჩემზე არაფერი დაწერა. მან მითხრა, ეს შენთვის არ გამიკეთებიაო…” – სააკაშვილი

“ჩემს წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ ვანო მერაბიშვილს ხელისუფლება გათავისუფლებას რამდენჯერმე დაპირდა. მეორედ რომ მივიდნენ მასთან, უთხრეს, უბრალოდ თქვი, რომ სააკაშვილი ცუდი ადამიანია და გახვალო. ეს იყო ოთხი წლის წინ, ასე იყო რამდენჯერმე. გათავისუფლების შემდეგ, ის ჩამოფრინდა აქ, მოვიდა ჩემთან სახლში. მე მადლობა გადავუხადე, რომ ჩვენი მეგობრობა არ გასწირა და ჩემზე არაფერი დაწერა, მან კი მითხრა, ეს შენთვის არ გამიკეთებიაო, ჩემთვის გავაკეთე, რადგან სხვა შემთხვევაში სარკეში საკუთარ თავსაც ვერ შევხედავდიო.”

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს მესამე პრეზიდენტი

ამის შესახებ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

დიმიტრი გორდონის კითხვაზე, სად იმყოფება ახლა მერაბიშვილი, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოშია და სახალხო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება.

იტვირთბა....