ახალი ამბები მთავარი ციტატა

“როგორც კი 2003 წელს მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება, მართმევდნენ კონკრეტულ ქონებას აჭარაში…” – ხაზარაძე

“როგორც კი 2003 წელს მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება, ჩემზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც იყო დაახლოებით 2007 წლამდე. მერე ომი დაიწყო და აღარც დავუბარებივართ პროკურატურაში. იყო უზარმაზარი საქმე, რომლითაც მართმევდნენ კონკრეტულ ქონებას აჭარაში და მე მაშინ ვუთხარი, რომ არ შევეგუები ამას და წავედი სასამართლოში. მოვიგე სასამართლო იმათ დროს, რაც საკვირველი იყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მოგებულ სასამართლოში ის მიწა, რომელიც ჩემი საკუთრებაა, იყო სხვაზე გადაფორმებული.”

მამუკა ხაზარაძე – “ლელოს” ლიდერი

ამის შესახებ ხაზარაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ამ და სხვა ფაქტებისა, “ისეთი დარტყმა სახელმწიფო ყველა სტრუქტურის მიერ, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” განახორციელა ყველა ჩვენს აქციონერზე და ყველა მექანიზმით ჩვენზე შემოტევა აქამდე არ ყოფილა.”

ხაზარაძის განცხადებით, “მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ჩვენზე, როგორც ბიზნესზე პირდაპირი დარტყმა არ მომხდარა.”

იტვირთბა....