ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ჩვენზე, როგორც ბიზნესზე პირდაპირი დარტყმა არ მომხდარა” – ხაზარაძე

ისეთი დარტყმა სახელმწიფო ყველა სტრუქტურის მიერ, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” განახორციელა ყველა ჩვენს აქციონერზე და ყველა მექანიზმით ჩვენზე შემოტევა აქამდე არ ყოფილა – ამის შესახებ, “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის პერიოდში “თიბისი” ბანკზე როგორც ბიზნესზე პირდაპირი დარტყმა არ მომხდარა.

“სააკაშვილის პერიოდში ჩვენზე, როგორც ბიზნესზე პირდაპირი დარტყმა არ მომხდარა. იმიტომ, რომ ყველა ბიზნესში ჩვენ გვყავდა საერთაშორისო პარტნიორები, ესენი იყვნენ: ევრო ბანკი, მსოფლიო ბანკი, გერმანიის და ეს სიტუაცია შევარდნაძის პერიოდშიც ასე იყო. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, რომ პიროვნულად დაერტყათ ჩემთვის. როგორც კი 2003 წელს მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება, ჩემზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც იყო დაახლოებით 2007 წლამდე. მერე ომი დაიწყო და აღარც დავუბარებივართ პროკურატურაში. იყო უზარმაზარი საქმე, რომლითაც მართმევდნენ კონკრეტულ ქონებას აჭარაში და მე მაშინ ვუთხარი, რომ არ შევეგუები ამას და წავედი სასამართლოში. მოვიგე სასამართლო იმათ დროს, რაც საკვირველი იყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მოგებულ სასამართლოში ის მიწა, რომელიც ჩემმი საკუთრებაა იყო სხვაზე გადაფორმებული. მაგრამ ასეთი დარტყმა სახელმწიფო ყველა სტრუქტურის მიერ, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” განახორციელა ყველა ჩვენს აქციონერზე და ყველა მექანიზმით ჩვენზე შემოტევა აქამდე არ ყოფილა.” – განაცხადა ხაზარაძემ.

იტვირთბა....