ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გლობალური დათბობის შემაშფოთებელი შედეგები – მეცნიერები ახალ დაკვირვებაზე საუბრობენ

ბრივსტერის მყინვარმა სამხრეთ კუნძულზე დაკარგა 13 მილიონ კუბურ მეტრ ყინულამდე 2016-2019 წლებში – ამის შესახებ ინფორმაციას წყლისა და ატმოსფერული კვლევის ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

როგორც მეცნიერები აცხადებენ, ხალ ზელანდიაში მყინვარებმა იმდენი რაოდენობის ყინული დაკარგეს, რომ შესაძლებელია ამავე პერიოდის განმავლობაში მოხდეს ქვეყნის თითოეული მოქალაქის წყლის ძალზე დიდი ხნის მარაგით უზრუნველყოფა.

„უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენმა დაკვირვებებმა ბუნების ექსტრემალურ და ცვალებად მდგომარეობაზე დაადასუტრა ის ფაქტი, რომ წყალზე, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ეროვნულ რესურსს წარმოადგენს, სერიოზული ზეგავლენა ხდება“ – ნათქვამია მეცნიერ ენდიუ ლორეის განცხადებაში.

„ახალი ზელანდიის სამხრეთ მთათა სისტემამ საერთო ჯამში 15.9 ტრილიონი ლიტრი წყალი დაკარგა, რაც ახალი ზელანდიის დღევანდელი მოსახლეობის წყლით სრული უზრუნველყოფისთვის 40 წლის განმავლობაში სრულად საკმარისი იქნებოდა“ – აცხადებენ მეცნიერები. ზღვის თბილმა კლიმატმა ძალზე მძიმე გავლენა მოახდინა ქვეყნის დათოვლილ ზონებში.

მეცნიერთა აზრით, ავსტრალიის მასობრივმა ხანძარმა და ტყებიის წვისას წარმოქმნილმა ფერფლმა, რომელიც გადაეფარა ზოგიერთ ყინულს გაზარდა ყინულების დნობის პროცესი, რაც უმძიმეს გავლენას ახდენს ახალი ზელანდიის ეკოლოგიაზეც.

იტვირთბა....