“ოპოზიციას კატეგორიულად არ უნდა ეს არჩევნები, დაინახა, რომ ვერ ჩააგდეს ამ არჩევნებზე გადაწყვეტილების მიღება. ვერანაირი სიტუაციაში ვერ ჰპოვეს წარმატება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერც ფაროსანამ უშველა, ვერც პანდემიამ, ახლა კიდე პოლიტპატიმრების თემით უნდოდათ სპეკულაცია. ვერ უშველა ამან. მათ აქვთ სურვილი, რომ დესტრუქციული პროცესები წავიდეს, არჩევნებმა გადაიწიოს მეორე პლანზე, რომ იქნებ როგორმე რევოლუცია მოახდინონ, რომელმაც ასევე წარმატება ვერ მოუტანა მათ მცდელობებს,რაც 20 ივნისს მოხდა.”
გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. რითაც უპასუხა შეკითხვას, ხომ არ არის გიორგი რურუას წერილი კარლ ჰარცელის განცხადებით განპირობებული.
შეგახსენებთ, დღეს გიორგი რურუამ ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.