“მინდა, გამოვეხმაურო 8 მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშვნას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს.”
გიორგი რურუა – “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე
ამის შესახებ, გიორგი რურუამ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ, ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდებოდა. განხილვამდე “ევროპულმა საქართველომ” პოზიცია შეიცვალა და პირველ მოსმენაში კენჭისყრაში მონაწილეობა და ცვლილებებისთვის მხარის დაჭერა გადაწყვიტა. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მან ბოიკოტი გამოაცხადა და მონაწილეობა არცერთი მოსმენის კენჭისყრაში მიიღო.