aviabiletebi
ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

მეტრეველის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენა იგება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდუბის რაიონის გამგეობა მეტრეველის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ასრულებს. ამ ეტაპზე, კონტრაქტორი კომპანია ასფალტის მეორე ფენას აგებს.

პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოწესრიგდა საფეხმავლო ტროტუარები, ბორდიურები, ქუჩაზე არსებული ოთხი თბილისური ტიპის ეზო.

სამუშაოები ჯამში, 4 500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.

აღნიშნულ პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ 200 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

 

 

 

 

იტვირთბა....