ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფოთში ხუთი თვის წინ დაკარგულ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

ფოთში 5 თვის წინ დაკარგულ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით ის სახლიდან 31 იანვარს გავიდა.

მათივე ცნობით, მამაკაცმა სამსახურის კუთვნილი ავტომანქანა კოკაიას ხეივანზე მდინარე რიონთან დატოვა, საიდანაც მისი კვალი იკარგება.

“მერონომი” ფაქტის გადასამოწმებლად შშს დაუკავშირდა, როგორც უწყებაში განაცხადეს გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა კვალი ჯერ არ უპოვიათ.

შსს-მ ამ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....