ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თბილისიდან ჩამოსულები რკინებით იყვნენ შეიარაღებული” – შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი ფეხბურთელის ახლო მეგობარი წვეულებაზე მომხდარი ტრაგედიის ახალ დეტალებს AMBEBI.GE-სთან ყვება.

როგორც გოგონა ინტერვიუში ამბობს, თბილისიდან ჩამოსულები რკინებით იყვნენ შეიარაღებული და ერთ-ერთ ბიჭს სა­ხე­ში ჩა­არ­ტყეს.

“რო­გორც ფაქ­ტის შემ­სწრე მე­გო­ბარ­მა მი­ამ­ბო, თავდამსხმელები გად­მო­ვიდ­ნენ თუ არა მან­ქა­ნი­დან,          მა­შინვე იმ სა­მი­დან ერთ-ერთ ბიჭს სა­ხე­ში ჩა­არ­ტყეს. რო­მელს არ ვიცი. ხელ­ში ეჭი­რათ დიდი რკი­ნე­ბი და ამი­ტომ შე­ში­ნე­ბი­ათ ბი­ჭებს და გაქ­ცე­უ­ლან. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ალ­ბათ არ გა­იქ­ცე­ოდ­ნენ.”

გარდა ამისა, გარდაცვლილის მეგობარი ამბობს რომ შაქარაშვილი თა­ვი­სი ნე­ბით წყალს არ  მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და, რადგან ცურვა არ იცოდა.

“თა­ვი­სი ნე­ბით არაფ­რით მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და იგი წყალს. არ იცო­და ცურ­ვა. ისეც ვერ გა­და­ი­ჩე­ხე­ბო­და, ჯერ წყლის ხმა რომ არ გა­ე­გო. რაც შე­ე­ხე­ბა გუ­კას, მან იფიქ­რა, რომ მე­გო­ბარს გა­და­ვარ­ჩე­ნო და იმი­ტომ წაყ­ვა თბი­ლი­სის­კენ თავ­დამ­სხმე­ლებს. ამა­სო­ბა­ში იქ­ნებ და­მალ­ვა მო­ას­წრო­ნო. გი­ორ­გის ვინ­მე და­ე­დევ­ნა თუ არა, არ ვიცი. იმ ღა­მეს­ვე დაგ­ვი­რე­კა ერთ-ერ­თმა მე­გო­ბარ­მა, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც არ მახ­სოვს და გვი­ამ­ბო მოხ­და­რის შე­სა­ხებ“

შეგხსენებთ, რომ მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

წყარო: AMBEBI.GE

იტვირთბა....