ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეში კიდევ ერთი მთავარი მოწმე გამოიკვეთა

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე არსებულუ მოწმეებს – მორაგბეებს, ავტომობილის მძღოლსა და მის მგზავრს, ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდებათ .

ამის შესახებ ადვოკატმა ალექსანდრე კბაიძემ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს დაზიანებები არ აღენიშნებათ.

“საგამოძიებო ორგანოს სურვილი აქვს, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ჩაგვიტარდეს, მაგალითად, რაიმე ფორმით ხომ არ მოვახდინეთ ვინმეზე ძალადობა, ან ჩვენზე ხომ არ მოხდა ძალადობა. სამედიცინო ექპერტი დათვალიერების შემდეგ გაარკვევს, აღგვენიშნება თუ არა რაიმე ძალადობის კვალი, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი ექსპერტიზაა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ვიზუალურად არანაირი დაზიანება არ აქვთ”, – აცხადებს კობაიძე.

კობაიძის განცხადებით, საქმეში კიდევ ერთი მთავარი მოწმე – ფოტოგრაფი გამოიკვეთა, რომელიც შაქარაშვილთან და კიდევ სამ პირთან ერთად, მაგისტრალის ეპიზოდში ფიგურირებს.

“როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანამ დაამუხრუჭა, მაგისტრალზე 4 პირის გაქცევა მოხდა, მათ შორისაა ფოტოგრაფი. ჩემი შეფასებით, ის ერთ-ერთი თვითმხილველი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია”, – განაცხადა კობაიძემ.

შეგხსენებთ, რომ მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. არსებული ინფორმაციით, მეგობრები დაბადების დღეზე მცხეთაში, აგარაკზე იმყოფებოდნენ. ახალგაზრდებს შორის კამათი მოხდა, რომელიც შემდგომში გარეთ გაგრძელდა. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მუშაობს.გიორგი შაქარაშვილი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს აკადემიის“ წევრი იყო.
დეტალები იხილეთ ლინკზე
იტვირთბა....