”ამ სუსტი, უმწიფარი ყვაწვილის გამონათქვამებზე, რომელმაც პარლამენტი ხანძარში გაახვია, შეიძლება მხოლოდ გაიღიმო. იგი კლანის ნება-სურვილის უსიტყვო შემსრულებელი იყო. ჩემი თვალით ვარ მომსწრე, როგორ შესციცინებდა ჩინჩალაძეს. სასაცოლოდ არ მყოფნის, რომ ეს ბიჭი ხელს იშვერს ჩემკენ. კობახიძე დღეს რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ეძველბიჭება, ვინმეს გახსოვთ მისი ამოღებული ხმა, როცა მე მთელი ოჯახით ქუჩაში ვიდექი?”
ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი
ამის შესახებ ბესელიამ ტვ პირველის “დღის ამბებში” აღნიშნა. იგი გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ეკა ბესელია უკვე გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ღია ქომაგი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძესა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება დადგენილების პროექტმა, „საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“ გამოიწვია, რომლის ინიციატორები არიან ეკა ბესელია, ნატო ჩხეიძე და ზვიად კვაჭანტირაძე.