მთავარი ციტატა

“ტიკარაძემ დაადასტურა, რომ მოვიდოდა კომიტეტში, ამის მაგივრად დაჰკრა ფეხი და წავიდა სამოგზაუროდ”

“იქნებ მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რობოტი გამოგვიგზავნოს, თავისი ტექსტები ჩაწეროს და ასე გვესაუბროს. სად არის მინისტრი? ივნისის ბოლო კვირას წერილობით მოიწერა, არასწორად რომ მოიწერა და რომ არღევს რეგლამენტებს, ვერ ერკვევა, ეგ ცალკე თემაა. ივნისის ბოლო კვირას, თავისივე წერილში უკვე მერამდენედ დაადასტურა, რომ მოვიდოდა კომიტეტში, ამის მაგივრად, როგორ ვხედავთ, დაკრა ფეხი და წავიდა სამოგზაუროდ საქართველოს ფარგლებში.”

ლევან კობერიძე –  დამოუკიდებელი დეპუტატი

ამის შესახებ ლევან კობერიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჯანდაცვის სფეროს რეგულირების შესახებ კანონპროექტს დაჩქარებული წესით წარადგენს.

შეგახსენებთ, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის კომიტეტზე დაიბარეს, თუმცა მინისტრი არ გამოცხადდა. ტიკარაძემ წერილი გააგზავნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის კომიტეტის სხდომაზე ივნისის ბოლოს მივიდოდა. 

იტვირთბა....