საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, შესაძლოა, გაფართოვდეს კომპენსაციის მიმღებ იმ თვითდასაქმებულების რაოდენობა, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
ამის შესახებ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს.
კოვზანაძის თქმით, მთავრობა შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით, სხვა ჯგუფებისათვის სოციალურ დახმარებას გასცემს, მათ შორის StopCoV ფონდიდან.
„შესაძლოა, გაფართოვდეს კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. მთავრობა შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით, სხვა ჯგუფებისათვის სოციალურ დახმარებას გასცემს, მათ შორის StopCoV ფონდიდან” – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ამასთან, კოვზანაძემ განაცხადა, რომ “2020 წლის ბიუჯეტით გადაზღვეულია რისკები უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის.”
დღეს კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს და მხარი დაუჭირეს.