“მე ვთვლი, რომ მე მეკუთვნის მაჟორიტარობა და მე ვიყრი კენჭს მაჟორიტარად, თუ მე მივიღებ შემოთავაზებას, რომ ვიყარო კენჭი „ქართული ოცნებიდან“ ამ წინადადებას დავთანხმდები, თუ არა, მაშინ დამოუკიდებლად, საინიციატივო ჯგუფით. მოსახლეობის მხარდაჭერაში ვარ დარწმუნებული, გავიმარჯვებ თუ არა არ ვიცი, თუმცა დიდი ალბათობით გავიმარჯვებ.”
კახა ოქრიაშვილი – უმრავლესობის დეპუტატი
ამის შესახებ დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავართან”განაცხადა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატებს ივლისში ან აგვისტოში წარადგენს.