“მე გითხარით, როგორი კანდიდატურები გვინდა. პირად სიმპატიებზე საერთოდ არაა ლაპარაკი. ქალბატონი ჩარკვიანი უეგზოტიკურესი ფიგურა არის, ამას ვაფასებ, მაგრამ აქ ლაპარაკია სხვა რაღაცაზე, რომ უნდა იყოს ისეთი კანდიდატი, რომელიც შეკრიბავს საპროტესტო ელექტორატს. ანუ, არ იქნება კარგი თუ ცუდი გაგებით კონტროვერსიული, თან რომელიც გამოხატავს მრავალფეროვნებას და ვწუხვარ, რომ ქალბატონი თაკო არ განიხილება.”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ გიგა ბოკერიამ მაჟორიტარული კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანმა თავის მაჟორიტარობის კანდიდატურა საბურთალოს რაიონში წარადგინა.