ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მექსიკაში თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი მოკლეს, მათგან ორი ქალია

მექსიკაში თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი მოკლეს. მათ შორის ორი ქალია და ერთ-ერთი ძალადობის მსხვერპლი იყო. გარდაცვლილები ოახაკას შტატის მკვიდრო მაცხოვრებლები არიან.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მსხვერპლთა ნაწილი ნაწამებია. ერთ-ერთი მამაკაცი აგურებით ჩაქოლეს, ხოლო ნაწილი ცოცხლად დაწვეს.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა მინიმუმ ექვსმა ადამიანმა მოაწყო და “კრიმინალური ავტორიტეტების: მიერ იყო ორგანიზებული. ხოლო, რა მოტივით მოხდა 15 ადამიანის მოკვლა, მოტივი ამ დრომდე არაა ცნობილი.

 

იტვირთბა....