ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველომ ადრეულ ეტაპზევე გამოიყენა ძალიან მკაცრი მიდგომა მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, იგივე მიდგომას ვხედავ ოქტომბრის არჩევნებისთვის” – ჰარცელი

საქართველომ ადრეულ ეტაპზევე გამოიყენა ძალიან მკაცრი მიდგომა თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. ვხედავ, რომ იგივე მიდგომა გრძელდება ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესში, რაც, ჩემი აზრით, ძალზედ გონივრულია – ამის შესახებ, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალ დიპლომატთან ინტერვიუში განაცხადა.

“პარლამენტმა გამოაცხადა, რომ ის მზად არის ისაუბროს უსაფრთხოების ზომებზე როგორც საარჩევნო კამპანიის პროცესში, ისე არჩევნების დღეს. როგორც ვიცი, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობას მიიღებენ ამ კონსულტაციებში, რომ ნაპოვნი იყოს სწორი ბალანსი უსაფრთხოებასა და მოსახლეობის საარჩევნო უფლებებს შორის; ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგეს ღია დისკუსიები ამ საკითხებზე და იმედი მაქვს, რომ საბოლოო წესები მისაღები იქნება როგორც პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენლის, ისე საზოგადოებისთვის.”- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

იტვირთბა....