“თუ ხელისუფლება შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და გამოუშვებს გიორგი რურუას, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ შემდეგ მოსმენებშიც. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს მათ მოუწევთ ამ ცვლილებების მიღება უჩვენოდ. მიღება აუცილებლად მოუწევთ, რადგან მესამე მოსმენით პროცედურულად პრაქტიკულად ვეღარ ჩააგდებენ. მაგრამ ეს იქნება ცვლილება, რომელიც არ ასახავს ქვეყანაში პილიტიკური ოპოზიციის მხარდაჭერას და შესაბამისად, პასუხისმგებლობა 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე მთლიანად დარჩება ხელისუფლების მხარეს.”
დავით ბაქრაძე – “ევროპული საქართველოს” ლიდერი
ამის სესახებ დავიტ ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ, ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდებოდა. განხილვამდე “ევროპულმა საქართველომ” პოზიცია შეიცვალა და კენჭისყრაში მონაწილეობა და ცვლილებებისთვის მხარის დაჭერა გადაწყვიტა. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მან ბოიკოტი გამოაცხადა და კენჭისყრაში მონაწილეობაც არ მიუღია.