განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს 2020-2021 სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადება დაავალა.
განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის თქმით, გამომცემლებთან შეხვედრა ელექტრონული რესურსების განვითარების მიზნით შედგა და ეს იმას არ ნიშნავს, რომ სექტემბრიდან სწავლება ისევ ონლაინ რეჟიმში განახლდება.
„საუბარია PDF ფაილების ხელმისწვდომობაზე, რომელთა შექმნა, ნაბეჭდ სახელმძღვანელოებს არ ანაცვლებს. ელექტრონული წიგნების შექმნა სხვა თემაა და ეს ხანგრძლივი სამუშო პროცესია“, – განაცხადა დგებუაძემ.