ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აფხაზურ საზოგადოებას სჯიან იმის გამო, რომ გადაწყვეტილებებს მოსკოვს არ ეკითხება”- მამუკა არეშიძე

ბოლო თვეების განმავლობაში დე-ფაქტო აფხაზეთში  ვითარება დღითიდღე რთულდება. ოკუპირებული რესპუბლიკის ბიუჯეტში ფინანსური მარაგი ამოწურულია, შედეგად კი ღრმა ეკონომიკური კრიზისი შეინიშნება. მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან დაფინანსება უკვე 6 თვეა სოხუმს არ მიუღია, ე.წ. რესბუბლიკა კატასტროფის წინაშეა. შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან ე.წ. ხელისუფლების ლიდერები გამოსავალს ეძებენ. ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრები სოციალურ ქსელში უკვე იმ სახის განცხადებებითაც გამოდიან, რომ დროა, მოქალაქეებმა ქურდობა დაიწყონ.

რატომ შეუწყვიტა დაფინანსება რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოსალოდნელია თუ არა პოლიტიკური დაპირისპირება, ამ საკითხხე “მეტრონიმი” ანალიტიკოს მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

მამუკა არეშიძის განცხადებით, მართალია, რუსეთშიც პანდემიიდან გამომდინარე ეკონომიკური კრიზიაა და ეს ობიექტურ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ის, რომ ფინანსურად ვერ ახერხებს დე-ფაქტო რესპუბლიკის დახმარებას, ეს მაინც “დასჯის მცდელობას” ჰგავს.

არეშიძის მოსაზრებით, ამდაგვარი “დასჯის’ მიზეზი აფხაზური სახოგადოების პოლიტიკური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაა.

“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს ობიექტური მიზეზები, შეუმციროს დაფინანსება, ვინაიდან თვითონაა ახლა ეკონომიკურ კრიზისში, მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს გარკვეული დასჯის მექანიზმია და ჩვენება იმისა, თუ ვინაა სიტუაციის ბატონ-პატრონი.

მართალია, 600 მილიონი რთულია, მაგრამ რუბლებში არც ისეთი რთული არაა, რომ რუსეთს ძალიან გაუჭირდეს ამის აფხაზეთში გადარიცხვა. ამიტომ მგონია, რომ სჯიან იმის, გამო, რომ აფხაზური საზოგადოება გადაწყვეტილებებს ისე იღებს პრეზიდენტის გადაყენება-გადმოყენების ამბავში, რომ მოსკოვს არ ეკითხება. მე ამაში კატეგორიული ვერ ვიქნები, მაგრამ მე მგონია, რომ ასეა,”- აცხადებს არეშიძე.

არეშიძე ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მიერ ოკუპირებული ცხინვალის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი მოქმედება პოლიტიკური ქულების ჩაწერას ემსახურება.

“კადიროვი ხომ კავკასიის ხელმძვანელია, აქედან გამომდინარე ინიციატივას იჩენს ხოლმე. სხვათაშორის არავინ ტყუვდება, მართალი რომ გითხრათ. ყველამ კარგად იციან, რომ კადიროვი არაფრის გამკეთებელი არაა და ამით არც პოლიტიკური ქულები ჩაეწერება. არ ვთვლი, რომ 100 ტონა არაა ისეთი რაოდენობა, რაც კადიროვს დიდად დააკლდებოდა. სამხრეთ ოსეთი პატარა რაიონია და ეს რაოდენობა იქ მყოფ ხალხს თავზე გადაუვიდოდა,”- აცხადებს არეშიძე.

ხოლო, კითხვაზე, შეუძლია თუ არა ქართულმა მხარემ ისარგებლოს ამ სიტუაციით და ოკუპირებულ აფხაზეთთან დაალაგოს ურთიერთობა, არეშიძის თქმით, ეს სრულიად შესაძლებელია, თუ ხელისუფლებას თანმიმდევრული პოლიტიკა ექნებოდა.

“აფხაზეთში განსაკუთრებული კრიზისული სიტუაციაა, ახლა კი ტურისტული სეზონის ჩავარდნა განსაკუთრებით ურტყამს აფხაზურ საზოგადოებას. რასაკვირველა, ეს ყველაფერი შეგვიძლია გამოვიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება თანმიმდევრული პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ.

ისინი აცნობიერებენ, რომ კრიზისულ მდგომარეობაში არიან და იქნებ რაიმე სახის პროდუქტი შემოვიდეს საქართველოდან. გალის ბაზარი, რომელიც ერთ-ერთი დიდია აფხაზეთში, იკვეთება დანარჩენი საქართველოთი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ ბაზარმა იმუშავოს. ახლა ჩვენ რომ გვქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა, ამ სიტუაციას ადამიანი კარგად გამოიყენებდა თუნდაც ჰუმანიტარული თვალსაზრისით. მითუმეტეს ჩვენთვის 100 ტონა ფქვილი არ იქნებოდა პრობლემა, თუ კადიროვისთვის არ იყო ეს პრობლემა”,- აღნიშნავს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, თუ ქართულ მხარეს არ უნდა, რომ ჰუმანიტარული დახმარება სახელმწიფოს სახელით გაუწიოს, ამის გაკეთება კერძო ორგანიზაციების მეშვეობითაც შეიძლება.

“ჩვენ შეგვიძლია, ასეთი ჰუმანიტარული ტვირთი მივაწოდოთ. თუ არ გვინდა პირდაპირ მივაწოდოთ, რომ არ ჩაითვალოს სახელმწიფოს დახმარებად, შეგვიძლია გავაკეთოთ კერძო ორგანიზაციების მეშვეობით. ამას მუდმივად სჭირდება მუდმივი პოლიტიკური სქემა, რომელიც მუდმივად იმუშაეებს, განსაკუთრებულად ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში.  მაგრამ ჩვენ გადაყოლილი ვართ პოლიტიკურ დავებს, ვერ გადაგვიწყვეტია, რამდენი მაჟორიტარი უნდა იყოს არჩეული და საერთოდ, ძალიან დიდ დროს ვუთმობთ შიდა პოლიტიკურ გარჩევეს, იმის მაგივრად რომ ყურადღება მივაქციოთ რეგიონალურ პოლიტიკას,”- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

რაც შეეხება ამჟამინდელ ვითარებას ე.წ აფხაზეტსი, ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია შექმნილი მდგომარეობის გამო რუსეთში იმყოფებოდა. ე.წ. პრეზიდენტის ინფორმაციით, 2020-2022 წლებში რუსეთიდან დაგეგმილი ფინანსური რესურსი შესაძლო გადაიხედოს. თუმცა, ე.წ. პრეზიდენტი, რომელიც ახლახანს დაბრუნდა მოსკოვიდან, იმედს იტოვებს, რომ აფხაზეთისთვის განკუთვნილი თანხები არ შემცირდება.

 

თათია შაიშმელაშვილი

 

იტვირთბა....