ციტატა

“ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ, ვითხოვთ, აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს, რატომ შეჯდა “ოცნება” ჯორზე?!”

“რურუა

ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ. ის უდანაშაულოა, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს. დაელოდოს გიორგი რურუა სასამართლო პროცესს სახლში. რატომ შეჯდა “ქართული ოცნება” ჯორზე? იმიტომ, რომ უნდოდა, რურუა ბოლომდე გამოეყენებინა მძევლად და აპირებდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას, თუმცა ვერ გაბედა, ვინაიდან ივანიშვილს ძალიან მძიმე ფასად დაუჯდებოდა.”

რომან გოცირიძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი 

ამის შესახებ რომან გოცირიზემ ჟურნალისტებტან განაცხადა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ, ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდებოდა. განხილვამდე “ევროპულმა საქართველომ” პოზიცია შეიცვალა და კენჭისყრაში მონაწილეობა და ცვლილებებისთვის მხარის დაჭერა გადაწყვიტა.  რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მან ბოიკოტი გამოაცხადა და კენჭისყრაში მონაწილეობაც არ მიუღია.

იტვირთბა....