ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ჩვენი გზა და არჩევანი გვაქვს” – კობახიძე საკონსტუტიციო ცვლილებებზე

საპარლამენტოუმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომელიც მან საკონსტუტიციო საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით გააკეთა, მნიშვნელობა არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს თუ არა რომელიმე რადიკალური პარტია, რადგან, კობახიძის თქმით, მმართველ ძალას აქვს თავისი გზა და არჩევანი, რომლიდანაც გადახვევას ისისნი არ აპირებენ.

„მნიშვნელობა არ აქვს, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს თუ არა რომელიმე რადიკალური პოლიტიკური პარტია. ეს არის მათი გადაწყვეტილება, ჩვენ ჩვენი გზა და არჩევანი გვაქვს. ისინი უშვებენ შეცდომას შეცდომაზე, იძულებული იყვნენ, რომ პირველი მოსმენის დროს მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რადგან იყო ელჩების ზეწოლა მათზე. ნახეთ, ელჩების ღია განცხადებები. არ გამოვრიცხავ, რომ მათ მოუწიოთ მეორე და მესამე მოსმენის დროს კენჭისყრაში მონაწილეობა, თუმცა ეს საბოლოო ჯამში მათი არჩევანია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის განცხადებით, მთავარია ის, თუ რაზე შეთანხმდება პოლიტიკური სპექტრი, როგორ ჩატარდება არჩევნები საქართველოში და მეორე ხარისხოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში.

“საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მხარდაჭერილი და საქართველოში არჩევნები ისეთი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რომელზეც თანხმდება პრინციპულად სრულიად პოლიტიკური სპექტრი. ეს არის მთავარი და არა ის, ვინ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.

იტვირთბა....