ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 908 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 761-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.

იტვირთბა....