წალენჯიხის რაიონის სოფელ მიქავაში ავარია მოხდა – გარდაცვლილია 50 წლამდე ასაკის ქალი.
არსებული ცნობით, ავარიის შედეგად, მძიმეა ავტომანქანაში მსხდომი ოთხი ადამიანის მდგომარეობაც. მათგან ერთ-ერთი 11 წლის მოზარდია. ყველა დაშავებული ამ დროისთვის ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ადგილობრივის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი მძღოლის მეუღლე იყო. ავარიის მიზეზს იგი დარწმუნებით ვერ ასახელებს.
ექიმის ცნობით, დაშავებულ 11 წლის გოგონას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა; რეფერალური ბრიგადა მას სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანს.