“მეორე მოსმენა შეიძლება განმეორდეს ბევრჯერ, რომც ჩავარდეს და ნეტავი ჩააგდებდნენ “ქართული ოცნების” წევრები მეორე მოსმენას, გიორგი რურუას გამოშვების გარეშე ჩვენ მეტ ხმას მათ არ მივცემთ, ოღონდ ამით საკითხი კი არ მთავრება. ჩავარდება? მაშინ ვეუბნებით – აჰა, ჩვენი ხმები გაქვთ, ოღონდ კეთილი ინებეთ და შეასრულეთ დაპირება, ანუ მეორე მოსმენის ჩაგდებაზე ოპოზიციისკენ ხელს ვერ გაიშვერენ…”
აკაკი ბობოხიძე, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
TV პირველი, “დღის ამბები”
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.