“არ ვიცი, რამდენი ამომრჩეველი ეყოლება გიორგი მარგველაშვილს, მაგრამ გუშინ ძალიან მდარე და უზნეო ტყუილი თქვა, თითქოს 20 ივნისს არაფერი ხდებოდა და სახელმწიფომ თავის მოქალაქეებზე იძალადა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„არ ვიცი, რამდენი ამომრჩეველი ეყოლება, მაგრამ გუშინ ვუსმინე და ძალიან მდარე და ვიტყოდი, უზნეო ტყუილიც თქვა, თითქოს 20 ივნისს არაფერი ხდებოდა და სახელმწიფომ თავის მოქალაქეებზე იძალადა. ასეთი ცალმხრივი შეფასების გარდა, კიდევ დამოკიდებულება გამოხატა პოლიტიკური პროცესების მიმართ. სამართლიანი შეფასების გარეშე ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ ივარგებს, მათ შორის არც მარგველაშვილია გამონაკლისი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას არ აპირებს.