ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იქნება თუ არა მარგველაშვილი მაჟორიტართაგან ერთ-ერთი – ექსპრეზიდენტის გადაწყვეტილება

საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას არ აპირებს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია.

„ჩემი მიზანია ამ ეტაპზე პოლიტიკური სპექტრის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყოს, რაზეც არის საზოგადოების შეკვეთა. ქართული საზოგადოების შეკვეთა არის ახალ ძალაზე. მომავალზე ორიენტირებულ ხელისუფლებაზე“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

მარგველაშვილის თქმით, აქვს კონტაქტი პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის, „ლელოსთან“.

„ეს ძალა არის ჩემს პოლიტიკურ ღირებულებებთან ახლოს და იქ არის ჩემი ძალიან ბევრი თანამებრძოლი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....