ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სერიოზულად უნდა ვფიქრობდეთ, რომ ქრისტიანობაც დამთავრდება, თავის დროზე საქართველოც დამთავრდება…” – ბერძენიშვილი

არისტოტელემ გვასწავლა, ყველაფერს აქვს დასაწყისი, შუაგული და დასასრული, ქრისტიანობაც დამთავრდება, თავის დროზე საქართველოც დამთავრდება. უსასრულო არაფერი არ არის – ამის შესახებ, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა, საჯარო ლექციისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ცოტა თავისუფლება სახელმწიფოსგან, მაგრამ ჩვენ თითქმის არ გვაქვს თავისუფლება საზოგადოებისგან. ჩვენ საზოგადოებაში მოიძებნა ხალხი რომელმაც თქვა, რომ მართლმადიბელი თუ არაა ქართველი, ის ქართველი არააო, ერთი კაცი იყო ასეთი რამეც კი თქვა, მუსლიმი ქართელი ქართველი არააო.

ანუ თურმე აღმსარებლობის თავისუფლება ქართველებს არ აქვთ. ქართველებს მისჯილი აქვთ თურმე, რომ იყვნენ მართლმადიდებლები.

უკაცრავად, მაგრამ ჩვენ 60 საუკუნის ხალხი ვართ და 15 საუკუნეა ქრისტიანები ვართ, მანამდე არავინ არ ვიყავით?!

ჩვენ სერიოზულად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ, არისტოტელემ გვასწავლა, ყველაფერს აქვს დასაწყისი, შუაგული და დასასრული, ქრისტიანობაც დამთავრდება, თავის დროზე საქართველოც დამთავრდება. უსასრულო არაფერი არ არის” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

იტვირთბა....