თბილისის კანცელარიისა და პრეზიდენტის სასახლის შემდეგ, მოძრაობა “გაბედეს” წევრები ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდნენ.
სამოქალაქო აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან ხმის გამაძლიერებელი მიიტანეს, საიდანაც 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე განვითარებული მოვლენების ხმა ისმოდა.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ბიძინა ივანიშვილი ადრე იძინებს და მას შესაძლოა არც კი ჰქონდეს გაგებული, რა ხდებოდა 20 ივნისის აქციაზე.
“გაბედეს” წევრებმა, კანცელარიის მსგავსად, სადეზინფექციო ხსნარი ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაასხეს.