ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ტვინში ვუშვებდი, რომ ეს შეიძლება, მართალი იყოს. ვიდეოში რაღაცები არის, ამ საქმეზე საუბრები, მაგრამ ავთენტური არ არის” – გვარამია ადეიშვილი-სააკაშვილის აუდიო ჩანაწერზე

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ თუ უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდება, მისთვის ეს შეხედულებების მცირე კორექციას გამოიწვევს.

“ჩემთვის ეს შეხედულებების მცირე კორექციას გამოიწვევს, სხვას – არაფერს. ამ ინფორმაციის მიღების მერე ვერ ჩავედი უკრაინაში და ტელეფონით ვცადე ჩემს ნაცნობებთან, არა მხოლოდ ქართველებთან, დამეზუსტებინა. არავითარი დადასტურება არ წამოსულა. ინფორმაციის სიზუსტის არ მჯეროდა ბოლომდე, თუმცა ტვინში ვუშვებდი, რომ ეს შეიძლება, მართალი იყოს. ჩემს მეგობრებს უკრაინაში დღემდე არ სჯერათ ამ ინფორმაციის ნამდვილობის. ვიდეოში რაღაცები არის, ამ საქმეზე საუბრები, მაგრამ ავთენტური არ არის. შეიძლება ვიღაც თვლის, რომ არ უნდა ილაპარაკო, რადგან არ დააშინო ჟურნალისტები, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ უნდა ვისაუბრო ყველაფერზე, რასაც საჭიროდ მივიჩნევ, რომ საფრთხე ავაცილო თანამშრომლებს.” – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა გამოცემამ Obozervatel-მა გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზეა საუბარი.

იტვირთბა....